იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება
დღის წესრიგი
1. საქართველოს კანონის პროექტი "შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/167, 13.02.2014) - სავალდებულო დასკვნა ინიციატორი - საქართველოს მთავრობა
მომხსენებელი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. ჯავახიშვილი
(წამყვანი კომიტეტი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. სავალდებულო დასკვნა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი)
2. 2013 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი "საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება (N07-2/163, 30.01.2014) - წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ინიციატორი - საქართველოს მთავრობა
მომხსენებელი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ლ. იზორია
(წამყვანი კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. სავალდებულო დასკვნები - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი)
3. 2009 წლის 12 მარტს ხელმოწერილი „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენცია (07-1/95, 17.02.2014) - სავალდებულო დასკვნა
ინიციატორი - საქართველოს პრეზიდენტი
მომხხსენებელი - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - ა. ბარამიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - დ. ლომიძე
(წამყვანი კომიტეტი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. სავალდებულო დასკვნები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი)
დარბაზი N301
წყარო: საქართველოს პარლამენტი