პოლიტიკა › პარლამენტი | ქუთაისი

რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტში გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ "2014 წლის ბავშვთა უფლებების დაცვის წლად გამოცხადების შესახებ" კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან საქართველოში ვიზიტით მყოფი UNICEF-ის რეგიონალური დირექტორი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში მარი-პიერ პუარიე, საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი საშა გრაუმანი, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მოწვეული სტუმრები გამოთქვამენ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დარბაზი N304

წყარო: საქართველოს პარლამენტი