პოლიტიკა › პარლამენტი | ქუთაისი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. (07-2/169, 13.02.14)
(მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - დიმიტრი მახათაძე)

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-2/165,07.02.14წ.)
(მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ირაკლი გეგეჭკორი)

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. (07-2/164, 07.02.14)
(მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - ალექსანდრე ბარამიძე)

4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი "მშობლის პასუხსიმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციას თანდართული დათქმების გათვალისწინებით "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები (07-1/90, 18.11.13) (მესამე მოსმენა)
(მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - ალექსანდრე ბარამიძე)

5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2009 წლის 12 მარტს ხელმოწერილი "სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენცია. (07-1/95, 17.02.14)
(მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - ალექსანდრე ბარამიძე)

6. "საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციის“ და "გოგონები და გენდერული განათლების“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება "პატიმრობის კოდექსში“ და "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონპროექტებთან დაკავშირებით (N2050, 28.01.2014)
(პროექტის - პატიმარი ქალების უფლებები: ადვოკატირება და საკანონმდებლო ცვლილებების კოორდინატორი - ნინო ლორთქიფანიძე)

დარბაზი N303

წყარო: საქართველოს პარლამენტი