პოლიტიკა › პარლამენტი | ქუთაისი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2009 წლის 12 მარტს ხელმოწერილი "სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენციის განხილვა.

(ალექსანდრე ბარამიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე)

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2013 წლის 6 ნოემბერს ხელმოწერილი "საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განხილვა.

(გიორგი ჯავახიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და "უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მეორე მოსმენით.

(ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე)

4. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით განხილვა.

(მონიკა მარღანია - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრი)

დარბაზი N307

წყარო: საქართველოს პარლამენტი