პოლიტიკა › პარლამენტი | ქუთაისი

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრ ქალბატონებს იწვევს საქართველოს პარლამენტში, გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე

შეხვედრაზე განიხილება პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014 – 2016 წლების სამოქმედო გეგმა და აღნიშნული მიმართულებით აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებთან თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს პარლამენტი (ქუთაისი, აბაშიძის 26)

დარბაზი N306

წყარო: საქართველოს პარლამენტი