პოლიტიკა › პარლამენტი | ქუთაისი

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი

კომიტეტი წამყვანია

1. საქართველოს კანონის პროექტები: „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „წიაღის შესახებ“ საქარველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - II მოსმენა
ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე
პასუხისმგებელი: თ. შაბაშვილი

2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2014 წლის 5 თებერვალს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“ შეთანხმება.

მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე

3. საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - II მოსმენა
ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი
პასუხისმგებელი: ი. გაბისონია

კომიტეტის დასკვნა სავალდებულია

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ოგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსი ზვიად ოქროპირიძე

პასუხისმგებელი: თ. შაბაშვილი

საკანონმდებლო წინადადება

5. ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.
მომხსენებელი: ლობისტი ზურაბ ვანიშვილი
პასუხისმგებელი: თ. შაბაშვილი

საკომიტეტო მოსმენა

6. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის მომართვა.
მომხსენებელი: საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ჩხეიძე

პასუხისმგებელი: თ. შაბაშვილი

დარბაზი N307

წყარო: საქართველოს პარლამენტი