პოლიტიკა › პარლამენტი | ქუთაისი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ , „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახლმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. (07-2/176; 05.03.14) (პირველი მოსმენა, სავალდებულო);

მომხსენებელი: ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/311; .06.03.14) (სავალდებულო 1 მოსმენა);

მომხსენებელი: გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი.

დარბაზი №306

წყარო: საქართველოს პარლამენტი