პოლიტიკა | თბილისი

ISFED სამართლიანი არჩევნების მრგვალი მაგიდა

ISFED მრგვალი მაგიდა
ISFED მრგვალი მაგიდა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცია, გეპატიჟებათ სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში მრგვალ მაგიდაზე, სადაც წარმოგიდგენთ 2014 წელს საარჩევნო კოდექსში განხორცელებული ცვლილებების ანალიზს.

კონფერენციის მთავარი თემებია: მეორე ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა და მისი მუშაობა; არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები: საარჩევნო სისტემა და ბარიერი მერების/გამგებლების არჩევნებისთვის; ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობისა და პარლამენტში გამართული განხილვების შედეგად საარჩევნო კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებები - მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

გარდა ამისა გაგაცნობთ არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს.

მისამართი: 26 მაისის მოედანი, N 1

წყარო: სამართლიანი არჩევნები (ISFED)