პოლიტიკა | თბილისი

ღონისძიება 'ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში'

გენდერული თანასწორობა - ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში
გენდერული თანასწორობა - ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში

სასტუმრო 'ამბასადორში' (მის: ქ.თბილისი, შავთელის #13) „გენდერული თანასწორობის ქსელი“ (GEN) გამართავს ღონისძიებას „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში“, რომელსაც დაესწრებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ქალი კანდიდატების მხარდაჭერა და კანდიდატობის მსურველ ლიდერ ქალთა მონაცემთა ბაზის წარდგენა პოლიტიკური პარტიებისთვის.

ღონისძიება გაიმართება „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გენდერული თანასწორობის ქსელი (GEN) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ გაცემული გრანტის საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გენდერული თანასწორობის ქსელის გვერდი