საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია თავისუფალი უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში, ძველ სპორტდარბაზში, აწყობს ძაღლების საერთაშორისო გამოფენას. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან (უკრაინა, რუსეთი, კორეა, აზერბაიჯანი და სხვა) ჩამოყვანილი ჯიშიანი ძაღლები.