პოლიტიკა | აჭარა

უჩა ნანუაშვილი აჭარის არასამთავრობოებს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე, სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ნათია კაციტაძე და რეგიონული სამმართველოს უფროსი მიხეილ მინდაძე ბათუმში რამდენიმე შეხვედრას გამართავენ.

11.00 საათზე სახალხო დამცველის აჭარის რეგიონული წარმომადგენლობის ოფისში დაგეგმილია შეხვედრა აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

14:00 სახალხო დამცველი აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრებს შეხვდება.

16:00 საათზე, ფოთში - "სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრის" ოფისში სახალხო დამცველი და მისი თანმხლები პირები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მოგვიანებით, სახალხო დამცველი დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოინახულებს.

წყარო: საქართველოს სახალხო დამცველი