პოლიტიკა | თბილისი

'საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასება' ანგარიშის პრეზენტაცია

'საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასება' ანგარიშის პრეზენტაცია
'საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასება' ანგარიშის პრეზენტაცია

სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში (თავისუფლების მოედანი 4, თბილისი) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამართავს ახალი ანგარიშის პრეზენტაციას 'საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი წლის მუშაობის შეფასება'.

საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 21 ოქტომბრიდან (ახლადარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების დღე) 2013 წლის 21 ოქტომბრამდე დროის პერიოდს. შეფასებები შეეხება როგორც კომიტეტების მუშაობას, ისე ცალკეული დეპუტატების აქტიურობას. კვლევა დაფუძნებულია ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოკვლეულ ინფორმაციაზე, ჩვენი საპარლამენტო ოფისის დაკვირვებებსა და პარლამენტიდან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებზე.

პრეზენტაცია გაიმართება ქართულ ენაზე. სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე უზრუნველყოფილი იქნება.

საკონტაქტო პირი: ეკა როსტომაშვილი, ekar@transparency.ge.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო