პოლიტიკა | თბილისი

საქართველოს პარლამენტის უახლოესი გამოწვევები

საქართველოს პარლამენტის უახლოესი გამოწვევები
საქართველოს პარლამენტის უახლოესი გამოწვევები

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი - ხმაურიანი საკომიტეტო განხილვები და შესწორებები კანონპროექტში, რომლებიც, არასათმავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მას არაეფექტურს ხდის.

როდის ეყოლება საზოგოდოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭო - გვაქვს თუ არა საქმე საკანონმდებლო კრიზისთან?

კანონპროექტი ფარული მოსმენების შესახებ - მოხერხდება თუ არა ისეთი კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს უკანონო მოსმენების მინიმალიზაციას?

რა მოვლენები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში და რა გავლენას მოახდენს საკანანონმდებლო საქმიანობის ხარვეზები ევროინტეგრაციის პროცესზე.

შეხვედრის მონაწილეები:

თამარ კორძაია - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი;
სერგო რატიანი - საპარლამენტო უმცირესობის წევრი;
თამთა მიქელაძე - ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი.

მოდერატორი:

ზვიად ქორიძე - საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ხელმძღვანელი

ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი, ლადო ასათიანის 62

წყარო: ფრონტლაინ ჯორჯია