პოლიტიკა | თბილისი

დაჯილდოების ცერემონია და ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია კონკურსისთვის შერჩეულ წიგნებზე

დაჯილდოების ცერემონია შერჩეულ წიგნებზე - თაობა L
დაჯილდოების ცერემონია შერჩეულ წიგნებზე - თაობა L

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პროექტის გამარჯვებული გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს თავად არჩევს: 1000 ლარს ან წიგნის თაროს 100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალურ პრიზებს პროექტის ყველა ფინალისტი მიიღებს.

დაჯილდოების შემდეგ დაგეგმილია ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია, რომელიც პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნზე ისაუბრებს. შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის 10 მარტს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსანტები 4-5 დღის ინტერვალით პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. ლევან ბერძენიშვილმა სხვადასხვა ჟანრის და სტილის წიგნები შეარჩია:

  1. ფრანსუაზ საგანი - "გიყვართ ბრამსი?" "სალამი, სევდავ!"
  2. ჰომეროსი - "ოდისეა"
  3. რიუნოსკე აკუტაგავა - "მოთხრობები"
  4. ჯონ სტაინბეკი - "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა"
  5. ჩარლზ დიკენსი - "დევიდ კოპერფილდი"
  6. ონორე დე ბალზაკი - "შაგრენის ტყავი"
  7. მიხაილ ბულგაკოვი - "ოსტატი და მარგარიტა"
  8. ჰაინრიხ ბიოლი - "კლოუნის თვალთახედვა"
  9. გაბრიელ გარსია მარკესი - "მარტოობის ასი წელიწადი"
  10. ალფრედ დობლინი - "ბერლინი, ალექსანდერპლაცი"

პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა პალიტრა L ერთობლივად ახორციელებენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი

წყარო: თაობა L