კონფერენცია 'გენდერული და სკანდინავიური სწავლებანი'
კონფერენცია 'გენდერული და სკანდინავიური სწავლებანი'
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია: "გენდერული და სკანდინავიური სწავლებანი: ენა, ლიტერატურა, სოციალური ურთიერთობები".
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გენდერული პრობლემატიკისა და სკანდინავისტიკის სფეროს მკვლევრები ნორვეგიიდან, შვედეთიდან, ლიტვიდან და საქართველოდან. კონფერენცია ორგანიზებულია სკანდივისტიკის დარგში თსუ-ს და ოსლოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში. პროექტი ფინანსდება განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (SIU) მიერ.
მისამართი; ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია