პოლიტიკა | თბილისი

გაეროს ოფიციალური ახალგაზრდული დელეგაციის შედგენა საქართველოში დაიწყო

გაეროს ოფიციალური ახალგაზრდული დელეგაციის შედგენა საქართველოში დაიწყო
გაეროს ოფიციალური ახალგაზრდული დელეგაციის შედგენა საქართველოში დაიწყო

გაეროში საქართველო ოფიციალური ახალგაზრდული დელეგაციით წარსდგება, რომლის დაკომპლექტებაში ქართული და ამერიკული მხარეები მიიღებენ მონაწილეობას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ღონისძიება 6-8 აგვისტოს გაიმართება. ასამბლეა გაეროს ოფიციალური პატრონაჟით ტარდება, რომელშიც ახალგაზრდა ლიდერების გარდა, მონაწილეობენ დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს აქტიურმა და წარმატებულმა მონაწილეობამ, რომელსაც უძღვებოდა „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“, განაპირობა გაეროსა და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკება ოფიციალური დელეგაციის სტუმრობის შესახებ გაეროს შტაბ-ბინაში. შესაბამისად, ქართულ დელეგაციას არა მხოლოდ გაეროში, არამედ ვაშინგტონში თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებენ.

დელეგაციის წევრთა რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია გაეროს მხრიდან, შესაბამისად მონაწილეთა რაოდენობა, მათ შორის საქართველოდან, შეზღუდულია. გთხოვთ, გამოგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (https://docs.google.com/forms/d/1HcYIL2NeJQ0K8zonyTqwXbGpMTANdtXhv4oORN3rOuA/viewform) და რეზიუმე (CV) არაუგვიანეს 10 ივნისისა შემდეგ მეილზე: UNdelegation@georgiandiplomacy.org

ქართული დელეგაციის ვიზიტი თანადაფინანსებულია გაეროს მიერ. მონაწილეებს შეუძლიათ სტიპენდიების აღება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, უნივერსიტეტებიდან და სხვა საერთაშორისო დონორებისაგან.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამემის შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ - გვერდზე: http://www.faf.org/main/youth-assembly-at-the-un/overview-annual/

პროექტის ჩატარების ადგილი: ნიუ - იორკი, ვაშინგტონი.

პროექტის ხანგრძლივობა: 10 დღე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ.თბილისი, გ. ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული.

ტელ.: (+995 32)933881; (+995 599)560348

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: https://www.facebook.com/Democracyy.

წყარო: Youth for Democracy