პოლიტიკა | თბილისი

ვიქტორ დოლიძე და გიორგი ვოლსკი ჰაიდემარია გიურერს შეხვდებიან

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ცენტრალურ ევროპული ინიციატივის დეპარტამენტის დირექტორს, ელჩ ჰაიდემარია გიურერს შეხვდებიან.

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია“ (შეხვედრების ოთახი N2, პირველი სართული)

წყარო: საქართველოს პარლამენტი