პოლიტიკა | ქარელი

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ღოღეთს ეწვევა

ქეთევან ციხელაშვილი ფილიპ დიმიტროვთან და სიმონე ვოლკენთან ერთად ღოღეთს ეწვევა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი, ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთს ეწვევა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ქეთევან ციხელაშვილი ღოღეთში ევროკავშირის ელჩთან, ფილიპ დიმიტროვთან და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელთან საქართველოში სიმონე ვოლკენთან ერთად ჩავა.

ისინი ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით 77 ადგილობრივ ოჯახს ფინანსურ და სხვა სახის მატერიალურ დახმარებას გადასცემენ. მოსახლეობის დახმარების პროექტს UNHCR ახორციელებს.

გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების თხოვნით საერთაშორისო დონორებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭირობებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ მიმართა.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"