პოლიტიკა | ბათუმი

აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ახალ შეთავაზებას უკეთებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლილთა სამინისტრომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში შეიძინა 33 საცხოვრებელი სახლი.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომელებსაც აღნიშნულ რეგიონებში განსახლების სურვილი აქვთ 20 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით განცხადებით უნდა მომართონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელს.

საცხოვრებელ სახლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულ  ოჯახებს სარგებლობაში გადაეცემათ 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დამხმარე ნაგებობები. ოჯახების შერჩევა განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლილთა მინისტრის N779 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.

წყარო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო