პოლიტიკა | თბილისი

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივანი ბოგდან აურესკუ საქართველოს ესტუმრება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საკითხებში სახელმწიფო მდივან ბოგდან აურესკუს ვიზიტის დროს მოხდება 2014 წლის ეროვნული პროგრამის (ANP) სემინარის გახსნა. ასევე, შემდეგი დღისთვის დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, დავით დონდუასთან.