პოლიტიკა | თბილისი

შს სამინისტროში იმ ვიდეოჩანაწერებზე იმსჯელებენ, რომლებიც პირველ ეტაპზე არ განადგურდა.

ამ საქმეებზე გამოძიების დასრულებამდე ვიდეომასალების განადგურებას ექსპერტი კახი კახიშვილი ეწინააღმდეგება. მას მიაჩნია, რომ ჩანაწრები მთავარი სამხილია და მათი განადგურება დაუშვებელია. კომისიის კიდევ ერთი წევრი ლაშა ტუღუში წუხს, რომ სხდომა კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე იმართება. მისი განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიას უფლებამოსილების ვადა იანვრის ბოლოს ეწურება, სხდომა კი 29 იანვრისთვის არის ჩანიშნული. "როგორ შეიძლება, დასკვნა როგორ დაიდება, თუ კომისია არ იკრიბება თვეების განმავლობაში. შეიცვალა მინისტრი, პროკურორი. მე ვერ ვხვდები აქამდე რატომ არ მოხერხდა მოგვესმინა მოსაზრებები და რაღაც დაგვედო. დაენიშნათ ადრე შეხვედრა და შემდეგ რაღაცნაირად ჩამოყალიბდებოდა კომისია", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო

ვიდეო