პოლიტიკა | საზღვარგარეთ

ქართულმა კონტინგენტმა ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის მისია დაასრულა

ქართულმა კონტინგენტმა ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის მისია დაასრულა
ქართულმა კონტინგენტმა ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის მისია დაასრულა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ბაზა „ლეზერნეკს" ტოვებენ. ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში არსებული ბაზა ფუნქციონირებას წყვეტს. ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად იხურება კოალიციის სამხედრო ბაზები და მცირდება კონტინგენტის რაოდენობა. 2014 წლის ბოლომდე ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები გადაიბარებენ.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ვიდეო