პოლიტიკა | საჩხერე

საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი

საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი
საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის (PFP) პროგრამის ფარგლებში საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსი მიმდინარეობს.

კურსზე მოწვეულია აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 20 კადეტი და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 20 იუნკერი. წვრთნები 2 ივნისს დაიწყო და 23 ივნისამდე გაგრძელდება. კურსის განმავლობაში მსმენელები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს დახვეწენ. საბაზისო სამთო მომზადების ზაფხულის კურსის განმავლობაში ამერიკელმა კადეტებმა და ქართველმა იუნკერებმა სხვადასხვა სამთო-ტექნიკური ამოცანები თავდაპირველად ინსტრუქტორების დახმარებით შეასრულეს. სწავლების მესამე კვირა პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმობა. მსმენელები სპეციალურ ტესტებს ჩააბარებენ.

კურსის განმავლობაში კადეტები მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების პრინციპებს, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკას, ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს შეისწავლიან. სწავლების დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ. კურსზე მოვლინებულ მსმენელებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის და ზამთრის კურსების შემდგომი ეტაპის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ვიდეო