პოლიტიკა | თბილისი

სახელმწიფო პოლიტიკის პრიორი 'განათლება და მეცნიერება'

სახელმწიფო პოლიტიკის პრიორი 'განათლება და მეცნიერება'
სახელმწიფო პოლიტიკის პრიორი 'განათლება და მეცნიერება'

"თბილისის ფაბიანური საზოგადოებისა" და სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" წევრები მივიჩნევთ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოს არც ერთი ხელისუფლებისათვის განათლება და მეცნიერება პრიორიტეტი, ზრუნვის მთავარი საგანი არ ყოფილა.

უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მივიღეთ:

ფაქტობრივად განადგურებული სამეცნიერო - კვლვითი სისტემა.

საუნივერსიტეტო სტრუქტურები, რომლებიც არასრულყოფილად, უხარისხოდ და არაეფექტურად ფუნქციონირებენ. თან სწავლის მაღალი გადასახადასახადის გამო ამ ტიპის ცოდცნაც კი არ არის ხელმისაწვდომი მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (ბოლო პერიოდში გაიზარდა სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა).

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მოზარდის ელემენტარულ, პირველად განათლებასაც ვერ უზრუნველყოფენ.

პარალალელურად, ჩვენს საზოგადოებაში გააქტიურდნენ რიგი პოლიტიკური და სოციალური ძალები, რომლებიც ხელს უშლიან მიმდინარე დღის წესრიგში განათლებისა თუ მეცნიერების უმნიშვნელოვანესი საკითხების დამკვიდრებას. მათი მიზანია, რომ პირველხარისხოვანი, ხალხისათვის საჭირბოროტო საკითხებიდან ადამიანების ყურადღება უშინაარსო საკითხებზე გადაიტანონ. აქედან გამომდინარე, ვგეგმავთ შეკრებას ღია ცის ქვეშ, უნივერსიტეტის ბაღში. გვინდა, რომ ელიტებს შევახსენოთ განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გარდაუვალი აუცილებლობა.

ჩვენი მთავარი მოთხოვნები იქნება:

  • სახელმწიფო უნივერსიტეტებისათვის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა.
  • სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებებისათვის ბაზური დაფინანსების შენარჩუნება.
  • უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირებისათვის (სრული პროფესორები) საერთაშორისო რეფერირების (საერთაშორისო საკონკურსო შერჩევის) სისტემის დაწესება.
  • რეფერირებული პროფესორებისათვის აკადემიური პოლიტიკის განსაზღვრის ბერკეტების გადაცემა.

წყარო: "თბილისის ფაბიანური საზოგადოება"