პოლიტიკა | თბილისი

'აფხაზეთის სოციალური სოლიდარობის ფონდის' პრეზენტაციას, ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები დაესწრებიან

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის საკონფერენციო დარბაზში "აფხაზეთის სოციალური სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან: აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

მისამართია ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 42.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო