საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო წარმოგიდგენთ ახალ ანგარიშს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წარმოგიდგენთ ახალ ანგარიშებს:
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
და
პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2013 წელს:
პირველ ანგარიშში წარმოდგენილია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შედეგები. საანგარიშო პერიოდი 2014 წლის 1 იანვრიდან 12 ივნისამდე დროის შუალედს მოიცავს.
მეორე ანგარიშში წარმოდგენილია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების წლიური დეკლარაციების, საპრეზიდენტო კანდიდატთა საარჩევნო კამპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი. კვლევისათვის ის პოლიტიკური გაერთიანებები შეირჩა, რომელთა კანდიდატებმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 10%-ზე მეტი მოაგროვეს.
ღონისძიების სინქრონული თარგმანი ქართულიდან ინგლისურად და პირიქით უზრუნველყოფილი იქნება.
საკონტაქტო პირი: ეკა როსტომაშვილი, ekar@transparency.ge, 577 74 40 00.