პოლიტიკა | საქართველო

'ერთი წიგნის კამპანია' - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივივა

'ერთი წიგნის კამპანია' - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივივა
'ერთი წიგნის კამპანია' - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივივა

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის საორგანიზაციო ჯგუფი (გრიგოლ კალანდაძე, მარიამ ვარაზაშვილი, ლევან ჯაჯანიძე, მარიამ გვარაძე, თორნიკე ცირამუა, ნინო ბუაძე) გამოდის ინიციატივით, რომ შეისწავლოს კონფლიქტურ რეგიონში სკოლის მოსწავლეების პრობლემები და მოხდეს მათზე ადეკვატური რეაგირება.

პრობლების აღწერა: როგორც ცნობილია, აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები სკოლის ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები საჭიროებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ლიტერატურით მომარაგებას. შესაბამისად ახალგაზრდული პარლამენტის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით აღნიშნულ რეგიონებში მოხდება სხვადასხვა ლიტერატურის ჩატანა.

მიზეზი: რომ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „რეალურ სივრცეში“, სადაც მოწვეული იყვნენ კონფლიქტის ზონაში არსებული სოფლების: ბერშუეთი, კირვალია და პატარა ბერშუეთის წარმომადგენლები. მათთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ამ სოფლებში წარმოადგენს სხვადასხვა საგანმანათლებლო ლიტერატურის ნაკლებობა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს შეექმნათ საორგანიზაციო ჯგუფი, რომლის მიზანია ზემოთხსენებულ სოფლებში ჩაიტანოს სხვადასხვა სახის ლიტერატურა.

ვფიქრობთ, რომ უმთავრეს არსენალს წარმოადგენს, განათლების მაღალი დონე და ახალგაზრდებისა და სრულიად საზოგადოების მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და ცნობიერება.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის საორგანიზაციო ჯგუფი და სრულიად პარლამენტი გამოდის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთოს სრულიად ახალგაზრდობა და თითოეულმა ჩვენგანმა გავიღოთ ერთი წიგნი, რომელიც კონფლიქტურ რეგიონში არსებული სოფლების ახალგაზრდებს გადაეცემათ.

"ერთი წიგნის კამპანია"

"ახალგაზრდებმა ერთად გავამაგროთ საზღვარი"

ავტორი: საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი

წყარო: Knowledge is Power