პოლიტიკა | საქართველო

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში

საქართველოში გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო პრეზიდენტის განკარგულება, რომლის კონტრასიგნაციაც საქართველოს მთავრობამ მოახდინა.

არჩევნების შედეგად აირჩევა 71 საკრებულო - საერთო რაოდენობით 2,088 საკრებულოს წევრი, 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი.

საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიწყო კანონმდებლობით გაწერილი საარჩევნო პროცედურების განხორციელება და გამართულ სხდომაზე საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკიც დაამტკიცა. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი კომისიის მიერ განსახორციელებელი თითოეული აქტივობა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ მზადყოფნას არჩევნების ორგანიზებისათვის.

ქ.თამარი მივმართას თითოეულ ამომრჩეველს იყვნენ აქტიურები, ცესკო კი მუდმივად უზრუნველყოფს ამომრჩევლის ინფორმირებულობას და დროულად მიაწვდის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ ყველა სახის ინფორმაციას.

წყარო: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია