პოლიტიკა | საზღვარგარეთ

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 28-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 28-ე რაუნდი
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 28-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 28-ე რაუნდი გაიმართება.

ქართული დელეგაცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს, უკვე გაემგზავრა შვეიცარიაში.

მოლაპარაკებაში მონაწილეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიღებს.

მოლაპარაკებების მთავარი თემა კონფლიქტურ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება. ასევე, ქართული მხარე აპირებს მწვავედ დააყენოს მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში.

წყარო: აფხაზეთის ა/რ მთავრობა

ვიდეო