› პოლიტიკა | თბილისი
პანკისში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ღონისძიებას გამართავს
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ღონისძიებას გამართავს. ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდება გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და UNHCR-ის მისიის ხელმძღვანელი სიმონე ვოლკენი.
წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო