პოლიტიკა | თბილისი

საჯარო შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე

საჯარო შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე
საჯარო შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვის კომიტეტის ორგანიზებით იმართება საჯარო შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე.

2014 წლის 27 ივნისს ხელი ეწერება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მიერ დაიგეგმა და უკვე განხორციელდა რამდენიმე პროექტი. თითოეულ აქტივობას აქვს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზანი. მოცემულ ეტაპზე გასამართი ღონისძიება გულისხმობს, საინფორმაციო ვიდეო რგოლის პრეზენტაციასა და მისი საზოგადოების ფართო სპექტრისათვის გაცნობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 26 ივნისს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში (საქართველო, თბილისი, 0107, გუდიაშვილის ქუჩა № 7) იმართება საჯარო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ვიდეო რგოლის პრეზენტაცია. კლიპი მომზადდა საზოგადოებაში ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ამასთან, ღონისძიება გულისხმობს ამ მიმართულებით სპეციალიზირებული საზოგადოების წევრებისა და საკითხის სპეციალისტების მოხსენებებს. ასევე, იმ ადამიანების საჯარო მიმართვებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი იდეის განხორციელების საქმეში.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააფიქსირონ საკუთარი აზრი და მიმართონ დამსწრე აუდიტორიას.

პროექტის მიმდინარეობის პარალელურად, ვიდეო-კლიპის გავრცელება დაიწყება საქართველოს მასშტაბით არსებულ საზოგადოებრივი ცენტრებითა და სხვა ყველა საშუალებით.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რისთვისაც მან უნდა შეავსოს შესაბამისი რეგისტრაციის ფორმა.

წყარო: საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი