პოლიტიკა | საზღვარგარეთ

საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს
საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

ბელგიის სამეფოში, საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის კოლეგიას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წელს ისტორიული უწოდა, როგორც საქართველოსათვის, ასევე ევროკავშირისათვის, რადგანაც 27 ივნისს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

“ჩემი მთავრობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ უაღრესად მოხარული ვარ, ვინაიდან მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო ამ უპრეცედენტო შეხვედრაში ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად. ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ და აქტიურად ჩავერთოთ და განვიხილოთ მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჩვენ წარმოვადგენთ იმ ქვეყნის მთავრობას, სადაც ევროპული ინტეგრაცია ეროვნული იდეაა, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, რაც საქართველოს უნიკალურ მოკავშირედ ხდის აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელს რეგიონში. “ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა სამთავრობო სტრატეგია და 2020 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სრულად შეესაბამება ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილ ვალდებულებებს.

ევროკომისიის კოლეგიასთან შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და ევროკომისიის წევრებმა შეხვედრის დასასრულს ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფოტო

სამუშაო შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასთან

ვიდეო