პოლიტიკა | თბილისი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპოის და საქრთველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ჰერმან ვან რომპოი: “როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ 27 ივნისს ბრიუსელში ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას ყველა ქვეყნების პრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურების მონაწილეობით. ეს არის ძალიან სერიოზული ეტაპი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ახალ ურთიერთობას ასახავს და ასევე თქვენი ქვეყნის ისტორიაში და ამ გზის არჩევით საქართველომ გააჟღერა ის, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ინსტიტუტები, მოქალაქეთა უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა. მე ვარწმუნებ პრემიერს და პრეზიდენტს, რომ ევროკავშირის საქართველოს მტკიცედ დაუდგება იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ ფაქტობრივად, ერთად შევდექით. საქართველო გახლავთ ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც საკუთარი არჩევენი უნდა გააკეთოს გარე ზეწოლის გარეშე და გარე ზეწოლამ არჩევანი არ უნდა შეცვალოს”

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფოტო

ჰერმან ვან რომპოი
ჰერმან ვან რომპოი

ვიდეო