პოლიტიკა | თბილისი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტი წამყვანია

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ ხათუნა მაისაშვილის, ვახტანგ აბაშიძისა და ვახტანგ ხუნდაძის კანდიდატურების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - დავით პატარაია პასუხისმგებელი: ი. გაბისონია

2. საქართველოს კანონის პროექტი "მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - I მოსმენა
ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
პასუხისმგებელი: ი. გაბისონია

3. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისის შესახებ.
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე
პასუხისმგებელი: ი. გაბისონია

4. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისის დებულების პროექტისა და საკონკურსო პირობების პროექტის შესახებ.
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე
პასუხისმგებელი: ი. გაბისონია

დარბაზი №303

წყარო: საქართველოს პარლამენტი