პოლიტიკა | თბილისი

ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე შეხვედრა

"ჰოლიდეი ინნ-ში", საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები მიიღებენ მონაწილეობას.

თემა: კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების სამუშაო პროექტის განხილვა და დისკუსია ცალკეულ საკითხებზე.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო