პოლიტიკა | თბილისი

ბულგარეთის გარემოსდაცვისა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

ევროპის სახლში ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვისა და წყლის რესურსების მინისტრი ისკრა მიხაილოვა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე 'ევროკავშირის წევრობა: გარემოს გამოწვევები და უპირატესობები' საჯარო ლექციის მიზანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში გარემოსდაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ევროპული სტანდარტების გამოცდილების გაზიარება როგორც სამთავრობო სტრუქტურების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის. შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე.

საჯარო ლექციაში მონაწილეობის მიღების მსურველ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს გთხოვთ, სამშაბათს (18 მარტს) 12:00 საათამდე დარეგისტრირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.babalashvili@moe.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე: (995) 2 72 72 34 აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია ბულგარეთის საელჩოს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ. (თბილისი, თავისუფლების მოედანი №1)

წყარო: გარემოს დაცვის სამინისტრო