› პოლიტიკა | თბილისი
ევროპული კვირეულის ფარგლებში რამოდენიმე ღონისძიება გაიმართება
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ევროპული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. გაშენდება დიპლომატიური ხეივანი საქართველოში აკრედიტებული ევროპის ქვეყნების სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთა მონაწილეობით, საზეიმოდ გაიხსნება ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე, მოხდება საგანმანათლებლო პროექტის - ადამიანის უფლებების შესახებ გამოცემული ევროპული სახელმძღვანელოს "კომპასის" პრეზენტაცია.
მისამართი: შატილის ქ. N4
წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო