› პოლიტიკა | თბილისი
არასამთავრობოების პრესკონფერენცია: ფარული მიყურადებისთვის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა
"პრაიმთაიმის" პრესკლუბში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი ნიკა ჯეირანაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ისაუბრებენ პარლამენტის მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის პროცესზე.
წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო