ბრიუსელში, ევროკომისართა კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართება
ევროკომისართა და საქართველოს მთავრობის შეხვედრა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უპრეცედენტო ფორმატის შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
21 მაისს, ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისართა კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის.
"ეს არის უპრეცედენტო ფორმატი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რომელიც ემსახურება საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაღრმავებას, თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის გზით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.