პოლიტიკა | საქართველო

'პრეზენტაცია საქართველოზე' - კონფერენცია დიპლომატიური კორპუსისთვის

'პრეზენტაცია საქართველოზე' - კონფერენცია დიპლომატიური კორპუსისთვის
'პრეზენტაცია საქართველოზე' - კონფერენცია დიპლომატიური კორპუსისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, თბილისში არარეზიდენტი ელჩები შეიკრიბებიან.

23 მაისს დიპლომატიური კორპუსისთვის გაიმართება კონფერენცია - „პრეზენტაცია საქართველოზე“, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული, როგორც არარეზიდენტი ელჩები, ასევე თბილისში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო, სატრანსპორტო და ტურისტული პოტენციალის თაობაზე.

საუბარი შეეხება სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც სტუმრები დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერიას და ს.ჯანაშიას სახელობის მუზეუმს ესტუმრებიან. დაესწრებიან ჯორჯ ბალანჩინის 110 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გალა კონცერტსაც. რის შემდეგაც დაიწყება სპეციალურად მათთვის ორგანიზებული საინფორმაციო ტური სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. საქართველკოს საპატიო კონსულებს საშუალება ექნებათ მოინახულონ ვარძიისა და ფოკას მონასტერი, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალი და ბორჯომის პარკი. სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს, ასევე იმ წინსვლას რაც ბოლოდროინდელი დემოკრატიული რეფორმებით განხორციელდა. 24-25 დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრებიან.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფოტო