საზოგადოება › ქველმოქმედება | თბილისი

საქველმოქმედო სპექტაკლიზებული საღამო სახელმწიფო უნივერსიტეტში

ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება 2 წლის ''ელეს'' დასახმარებელი სპექტაკლიზებული საღამო, რომელსაც ანსამბლი "გ ო რ დ ე ლ ა" მუსიკალურად გააფორმებს.

მონაწილეობენ:

  • საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მსახიობები: ირაკლი ბიბილური და ვასო კიპაროიძე.
  • "თსუ გ ო რ დ ე ლ ა"
  • ბახვა წერედიანი, (მარიონეტების თეატრი ნიკოლო)
  • მიშა კოჭაძე (მევიოლინე)
  • ანრი ღუდუშაური
  • საღამოს წამყვანი და მონაწილე – პოეტი ბ ა რ ს ე ლ ი

საღამოს ორგანიზება ხდება თსუ–ს თვითმართველობის გვერდშიდგომით, დასწრება თავისუფალია.