საქველმოქმედო ფონდ "კეთილსოფელი"-ს ორგანიზებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ: სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლი, ქართული ხმები, ტრიო სიმი, ანსამბლი შვიდკაცა, ანსამბლი ალილო, რომა რცხილაძე, ნინო ქათამაძე, ირმა სოხაძე, ნიკოლშოუ, ანი კეკუა და ესტრადის სხვა ვარსკვლავები.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასია 20 ლარი, მსურველებმა ბილეთებს შეგიძლიათ მოაკითხოთ გაუ-ს მესამე სართულზე, 303 ოთახში.
პროექტის მიზანია ბათუმში ხუთსართულიანი კორპუსის (სიკეთის სახლის) აშენება, სადაც დასახლდება 20-მდე უსახლკარო ოჯახი, ვისაც მინიმუმ ერთი წევრი ყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.