საზოგადოება › ქველმოქმედება | თბილისი

საქველმოქმედო საღამო მწერალთა სახლში

დიანა ჯიშიაშვილის დასახმარებლად
დიანა ჯიშიაშვილის დასახმარებლად

საქველმოქმედო ჯგუფის ''თბილი სამყაროს'', ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ''მემკვიდრეობის'' და კოლეჯი ''სპექტრის''ორგანიზებით მწერალთა სახლში ტარდება საქველმოქმედო საღამო რომელიც იმართება სოციალურად დაუცველი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტუდენტის დიანა ჯიშიაშვილის დასახმარებლად.

დიანა უბედური შემთხვევის გამო ეტლს მიეჯაჭვა, მას ესაჭიროება რეაბილიტაცია უკრაინაში, რათა შესძლოს სრულფასოვანი ცხოვრება.

საღამოზე გაიმართება პოეტ გაგა გომართელის პირველი კრებულის პრეზენტაცია, გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა პოეტის ინიციატივით დიანას გადაეცემა.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდი "წმიდა ანდრიას ჯვარი"