საზოგადოება › ქველმოქმედება | თბილისი

კულტურის სამინისტროს საქველმოქმედო კონცერტი: ჯაზმენი პაპუნა შარიქაძე და ჩელისტი ლიზი რამიშვილი

საქველმოქმედო კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
საქველმოქმედო კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალგაზდა ნიჭიერი ჯაზმენი პაპუნა შარიქაძე და წარმატებული ჩელისტი ლიზი რამიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად  საქართველოს  ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი - ბექა გოჩიაშვილიც  ეწვევა ამერიკიდან.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება კონსერვატორიის სტუდენტის, ნინო ჩიქოვანის დახმარების ფონდში და მოხმარდება მის მკურნალობას.

მომღერალი და ბალერინა ნინო ჩიქოვანი მძიმე სენითაა დაავადებული (თავის ტვინის არტერიო-ვენური მალფორმაცია)  და საჭიროებს ძვირადღირებულ ოპერაციას.   

საქველმოქმედო კონცერტის ბილეთის ფასი 5, 10,  15 და 20 ლარია. მსურველებს ბილეთების შეძენა  26 ივნისიდან  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში შეეძლებათ.

პროექტი ინიცირებულია თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო