› საზოგადოება › ქველმოქმედება | თბილისი
თინათინის საქველმოქმედო კონცერტი
კლუბ "ვიტამინში" გაიმართება თინათინის საქველმოქმედო კონცერტი, რომლის მიზანიც 2 სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარებაა.
- დოდო მარტოხელა დედაა. ჰყავს ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი: ლელა და ალექსი. მამა არ ცხოვრობს ოჯახთან და არც რაიმე სახით ეხმარება შვილებს. ოჯახის აუცილებელი საჭიროება უსაფრთხო საცხოვრებელია, რადგან ამ ეტაპზე მათთვის ნათხოვარი ბინის აივანი ქმნის აშკარა საფრთხეს ბავშვებისათვის. დოდოს არ აქვს საშუალება აუცილებელი მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოს შვილები, რომელბიც სხვა პირის მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ და დედის დასაქმება ყოვლად შეუძლებელია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფო პენსიაა, რომელიც მხოლოდ საკვების საჭიროებასაც კი ვერ წვდება.
- ქეთიც მარტოხელა დედაა. მისი შვილი კობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, რომელიც საჭიროებს სხვა პირის მუდმივ მეთვალყურეობას და დედას არ ჰყავს დამხმარე, რომ თავად დასაქმდეს და უზრუნველყოს შვილი საკვებით და აუცილებელი ჰიგიენის ნივთებით, რომელიც კობასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფო პენსიაა, რომელიც საკვების ხარჯებსაც ვერ ფარავს.
ბილეთები გაიყიდება ადგილზე - ფასი: 5 ლარი (სურვილის შემთხვევაში ზედა ზღვარი დადგენილი არ არის, შეგიძლიათ გადაიხადოთ მეტიც).
წყარო: Tinatin