საზოგადოება › ქველმოქმედება | თბილისი

ანსამბლი 'ერისიონი' ფონდ 'იავნანას' მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ანსამბლი 'ერისიონი' ფონდ 'იავნანას' მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
ანსამბლი 'ერისიონი' ფონდ 'იავნანას' მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
 
საღამო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნება

,,ერისიონი” 1885 წელს შეიქმნა და მან უკვე მესამე საუკუნეში შეაბიჯა. ანსამბლი შექმნის დღიდან ეროვნული ფოლკლორის , მისი ტრადიციების , პირველწყაროს ერთგულებით და ფუნქციონალური დატვირთვით ცდილობს გააცოცხლოს,შეინარჩუნოს და მომავალს შემოუნახოს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის , ათასწლეულებში გამოტარებული და გამობრძმედილი ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრები : ორპირული გუნდები ,საფარხული ,სარიტუალო,საზეიმო და სხვა ნიმუშები.
1986 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ჯემალ ჭკუასელი ,მთავარი ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძე.

2002 წელს პარიზში კომპანია ,,უნივერსალის” მიერ შერჩეული და გამოცემული იქნა მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლების და ანსამბლების ჩანაწერები : ( ფრედი მერკური , ლუჩანო პავაროტი , სარა ბრიტმანი, ხოსე კარერასი , პლაჩიდო დომინგო, მარია კალასი და სხვ.) მათ შორისაა ჩანაწერი ,,სამაია” შოუ-პროგრამა ,,ქართული ლეგენდიდან”.

ეს ყველაფერი უპრეცედენტო მოვლენაა ქართული კულტურის ისტორიაში.

1977 წელს ჩაკრულო , რომლის ჩანაწერიც რამდენიმე მსოფლიო მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA-მ გალაქტიკაში გაგზავნა, ამერიკაში გასტროლების დროს ერთ-ერთ კონცეტზე ანსამლის მიერ არის შესრულებული.

პროექტის პარტნიორები: თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მედიაპარტნიორები: რუსთავი2, რადიო ფორტუნა და პალიტრა მედია
ოქროს სპონსორი: კომპანია ლილო-მოლი
გენერალური სპოსორი
საფინანსო კომპანია ‘საქართველო’

წყარო: ფონდი "იავნანა"

ფოტო

ანსამბლი 'ერისიონი' ფონდ 'იავნანას' მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
ანსამბლი 'ერისიონი' ფონდ 'იავნანას' მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ვიდეო