საზოგადოება › ქველმოქმედება | თბილისი

ნინო ქათამაძის და 'ინსაითის' საქველმოქმედო კონცერტი - 'ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს'

ნინო ქათამაძის და 'ინსაითის' საქველმოქმედო კონცერტი - 'ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს'
ნინო ქათამაძის და 'ინსაითის' საქველმოქმედო კონცერტი - 'ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს'

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში თბილისში, გაიმართება გალა კონცერტი და ვახშამი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:

ნინო ქათამაძისა და „ინსაითის“ გრანდიოზული სოლო კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრისა და „ჯორჯიან ბრასის“ მონაწილეობით, ხელოვნების ნიმუშების აუქციონი, საქველმოქმედო ლატარიის გათამაშება და დიჯეის საცეკვაო შოუ.

ყოველწლიური გალა კონცერტისა და ვახშმის მიზანია, შეგროვდეს თანხები იმისათვის, რომ „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ შეძლოს საკუთარი ბენეფიციარებისთვის, რომლებიც არიან მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები, იმ უმნიშვნელოვანესი და მაღალი ხარისხის მომსახურებების მიწოდება, რომელსაც მათთვის „პირველი ნაბიჯი საქართველო“ უზრუნველყოფს. ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ პროგრამებსა და პროექტებში ჩართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სასიცოცხლოდ საჭიროებენ დღის ცენტრის, შინ მოვლისა და ადრეული განვითარების პროგრამებში ჩართვას.

ზაფხულის გალა კონცერტსა და ვახშამზე „პირველი ნაბიჯი საქართველო“ იწვევს და ქველმოქმედებაში ჩართვას სთავაზობს, როგორც სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და კერძო პირებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული ბილეთების შესყიდვასთან და ნებისმიერ ონფორმაციასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ.

საკონტაქტო პირი - ირინა გიორგობიანი.

ტელ: +995 322 603 604

მობ: +995 568 968 477

ელ-ფოსტა: galafsg@gmail.com

სასპონსორო შეთავაზებებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - თინათინ დოლიძე, მარკეტინგისა და პიარ მენეჯერი.

მობ: +995 599 79 88 10

ელ-ფოსტა: t.dolidze@firststepgeorgia.org

წყარო: პირველი ნაბიჯი საქართველო

ფოტო

ნინო ქათამაძის და 'ინსაითის' საქველმოქმედო კონცერტი - 'ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს'
ნინო ქათამაძის და 'ინსაითის' საქველმოქმედო კონცერტი - 'ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს'
პირველი ნაბიჯი საქართველო
პირველი ნაბიჯი საქართველო
პირველი ნაბიჯი საქართველო
პირველი ნაბიჯი საქართველო

ვიდეო