საზოგადოება › ქველმოქმედება | თბილისი

საქველმოქმედო საღამო - 'შესაძლებლობები შეუზღუდავია'

საქველმოქმედო საღამო - 'შესაძლებლობები შეუზღუდავია'
საქველმოქმედო საღამო - 'შესაძლებლობები შეუზღუდავია'

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრის - „მომავლის რწმენა“ აღსაზრდელებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო - „შესაძლებლობები შეუზღუდავია“.

ღონისძიებას წარუძღვება - ნინო მოდებაძე.

საღამო შემეცნებითი ხასიათის იქნება. გამოიფინება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრის „მომავლის რწმენა“ ბავშვების ხელნაკეთი ნივთები, ასევე გაიმართება დისკუსიები შშმ პირებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე.

ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები: „დები ზვიადაურები“, „უნივერსიტეტი“, „ლაჟვარდი“ და სოლო შემსრულებლები. პოეტები: ტარიელ ხარხელაური, პროფესორი ტრისტან მახაური, დათო ცერცვაძე, ირაკლი დეისაძე, თემო ბიწაძე, მათე არაგველი, ნიკოლოზ ხახუტაშვილი, თემო არაბული, თორნიკე ნაროზაული, აკაკი გაბრიჭიძე, დეკა ნაყეური, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრის -  „მომავლის რწმენა“ ბავშვები.

საღამოს ორგანიზატორები: ნინო მოდებაძე, ლაშა ნინიაშვილი, ლაზარე ვარდუკაძე, მაგდა ყურაშვილი, ნინო პატაშური, ელენე მოდებაძე.

ღონისძიებას დაესწრება კოალიცის „დამოუკდებელი ცხოვრებისთვის“ დამფუძნებელი რატი იონათამიშვილი.

საღამოდან შემოსული თანხა გადაეცემა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრს -  „მომავლის რწმენა“ .

მისამართი; ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი