საქველმოქმედო საღამო პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
საქველმოქმედო საღამო პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
საქველმომქედო ფონდის “ლიბერალური კვალის” ორგანიზებით , საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება . ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის 40-მდე ნამუშევარი.
საქველმოქმედო საღამოზე მოწვეული არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფები.
საქვემოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულიად მოხმარდება , ფონდ "ლიბერალური კვალის" მიერ შერჩეული 4 ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
გამოფენაზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.