ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებელი პროექტი
ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებელი პროექტი
"ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსი" ახორციელებს პროექტს "Diplomats For Children" ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან : "დონორთა კლუბი", "საზოგადოებრივი აზრი", "JCI საქართველო", "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა", "ევროპელ დიპლომატთა ასოციაცია", უნივერისტეტები: საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივესიტეტი, საავიაციო უნივერსიტეტი და სხვები.
გაიმართება გამოფენა-გაყიდვა ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის გადაკვეთაზე სიონის ბაღში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და სხვა მოხალისეების ნამუშევრები.